ზურაბ აზარაშვილმა, საყოველთაო ჯანდაცვისა და გლობალური ჯანდაცვის მეგობართა ჯგუფის რიგით მესამე მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა

ამბები/ წყარო: www.moh.gov.ge
ზურაბ აზარაშვილმა, საყოველთაო ჯანდაცვისა და გლობალური ჯანდაცვის მეგობართა ჯგუფის რიგით მესამე მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა
ამბებიწყარო: www.moh.gov.ge

ზურაბ აზარაშვილმა, საყოველთაო ჯანდაცვისა და გლობალური ჯანდაცვის მეგობართა ჯგუფის რიგით მესამე მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა

22 სექტემბერი, 2022

erimedia_ravk/aeyqQBnVg.jpeg

ზურაბ აზარაშვილმა, აშშ-ში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საყოველთაო ჯანდაცვისა და გლობალური ჯანდაცვის მეგობართა ჯგუფის რიგით მესამე, ყოველწლიურ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა. მაღალი დონის შეხვედრაზე ჯანდაცვის მინისტრი თანათავმჯდომარის სტატუსით წარსდგა და სიტყვით გამოვიდა. ზურაბ აზარაშვილმა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოში სახელმწიფო დაფინანსება მოსახლეობის დაახლოებით 95%-ს ფარავს.

„გარდა საყოველთაო ჯანდაცვისა, სახელმწიფოს აქვს სხვა „ვერტიკალური პროგრამები“, რომელთა მიზანია უზრუნველყოს გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა პრევენციულ სერვისებზე, იმუნიზაციაზე, დაავადების ადრეულ გამოვლენასა და სკრინინგზე. პროგრამები მოიცავს შეუზღუდავ ფინანსურ ხელმისაწვდომობას ტუბერკულოზის, HIV და C ჰეპატიტის სერვისებზე,“-განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

ზურაბ აზარაშვილმა საქართველოს ჯანდაცვის ახალ სტრატეგიაზეც ისაუბრა, რომელიც 2022 წლის მაისში დამტკიცდა. მისი განმარტებით, დოკუმენტი, მოიცავს ამბიციურ, მაგრამ რეალისტურ მიზნებს ჯანდაცვის სისტემების გასაძლიერებლად, ასევე ხარისხიანი ჯანდაცვის სერვისებზე, უსაფრთხო და ეფექტურ წამლებსა და ვაქცინებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას.

„წლის დასაწყისში, საქართველოს მთავრობამ წამოიწყო რეფორმები, რათა შეიქმნას პაციენტზე ორიენტირებული ჯანდაცვის სისტემის მოდელი. მიმდინარე ცვლილებები ეხება პირველადი ჯანდაცვის გაძლიერებას, საავადმყოფოებში დაფინანსების ახალი მექანიზმების დანერგვას, არაგადამდები დაავადებებისა და კიბოს სამართავად, აუცილებელი მედიკამენტების, ფასების რეგულირებას.

საქართველოს მთავრობა, გეგმავს კიდევ უფრო გააუმჯობესოს ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამა, გახადოს პაკეტები უფრო ყოვლისმომცველი და პაციენტზე მორგებული“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

ნიუ-იორკში გამართულ საყოველთაო ჯანდაცვისა და გლობალური ჯანდაცვის მეგობართა ჯგუფის რიგით მესამე, ყოველწლიურ მინისტერიალს ჯანდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსი გიორგი ენუქიძე და მედიცინის პროფესორი, ეპიდემიოლოგი აკაკი აბუთიძე ესწრებოდნენ. ღონისძიების მიზანი, მსოფლიო მოსახლეობის ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდაა.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო