erimedia_ravk/JN5zT9hSg.jpeg

ბუდაპეშტში ანტისამთავრობო აქცია გაიმართა

ამბები
ბუდაპეშტში ანტისამთავრობო აქცია გაიმართა
ამბები

ბუდაპეშტში ანტისამთავრობო აქცია გაიმართა

erimedia_ravk/JN5zT9hSg.jpeg
16 თებ

უნგრეთის დედაქალაქში მრავალრიცხოვანი ანტისამთავრობო აქცია გაიმართა. როგორც „ბლუმბერგი“ წერს, ბუდაპეშტის ცენტრში უნგრეთის პრემიერ-მინისტრისა და მისი მთავრობის წინააღმდეგ ათობით ათასი ადამიანი შეიკრიბა.

აქციის მონაწილეებს ხელში უნგრეთისა და ევროკავშირის დროშები ეჭირათ.

დემონსტრაციის გამართვის საბაბი იყო სკანდალი, რომელშიც უნგრეთის მთავრობა მას შემდეგ გაეხვია, რაც ცნობილი გახდა, რომ ქვეყნის პრეზიდენტმა არასრულწლოვანის მიმართ სექსუალური ძალადობის საქმეზე მსჯავრდებული შეიწყალა.

მომხდარის გამო, უნგრეთის პრეზიდენტმა, კატალინ ნოვაკმა თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ მან სატელევიზიო მიმართვაში განაცხადა. თანამდებობიდან გადადგა იუდით ვარგაც, რომელსაც 2023 წელს იუსტიციის მინისტრის თანამდებობა ეკავა და შეწყალებულთა სიის დამტკიცება და პრეზიდენტისთვის მათი საქმის გარემოებების ახსნა სწორედ მის პასუხისმგებლობას წარმოადგენდა. იუდით ვარგა ბოლო პერიოდში უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის მმართველი პარტიის Fidesz-ის ევროპულ საარჩევნო კამპანიას ხელმძღვანელობდა.

მიუხედავად ამისა, სკანდალს უნგრეთში დიდი გამოხმაურება მოჰყვა და ცხრა ცნობილმა უნგრელმა ინფლუენსერმა ბუდაპეშტის ცენტრში საპროტესტო აქციის გამართვის მოწოდება გაავრცელა.

უნგრეთში შემდეგი საპარლამენტო არჩევნები 2026 წელს არის დაგეგმილი.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო