erimedia_ravk/QssM7emIR.webp

მეუფე შიო მუჯირი - თუ ადამიანს არ გააჩნია სიმდაბლე, შეიძლება ითქვას, რომ იგი ქრისტიანადაც არ იწოდება

ამბები
მეუფე შიო მუჯირი - თუ ადამიანს არ გააჩნია სიმდაბლე, შეიძლება ითქვას, რომ იგი ქრისტიანადაც არ იწოდება
ამბები

მეუფე შიო მუჯირი - თუ ადამიანს არ გააჩნია სიმდაბლე, შეიძლება ითქვას, რომ იგი ქრისტიანადაც არ იწოდება

erimedia_ravk/QssM7emIR.webp
21 სექ

ადამიანი შეიძლება, მონათლულიც იყოს, ეკლესიაშიც დადიოდეს, ლოცვებსაც კითხულობდეს, მკაცრადაც მარხულობდეს, წმინდა წერილსაც კითხულობდეს, მაგრამ არანაირი სარგებელი აქედან არ ექნება, თუ ეს ყველაფერი არ ეფუძნება სიმდაბლესა და სინანულს, – ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, შიო მუჯირმა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის დღესასწაულთან დაკავშირებული წირვის შემდეგ, ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში ქადაგებისას განაცხადა.

ქადაგების დასაწყისში მეუფე შიომ მრევლს ღვთისმშობლის შობის დღესასწაული მიულოცა და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის მილოცვა და დალოცვა გადასცა.

"ყოვლადუსამღვდელოესო მეუფეო, ქრისტეს მიერ საყვარელნო მამანო, ძმანო და დანო, გილოცავთ ღვთისმშობლის შობის დიდებულ დღესასწაულს და გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას, დალოცვას.

როგორც იგალობება დღევანდელი დღესასწაულის კონდაკში, ღვთისმშობლის შობამ გაათავისუფლა მისი მშობლები უშვილობის ყვედრებისგან. წმინდა იოაკიმე და ანა ამ ყვედრებას მთელი ცხოვრების განმავლობაში ითმენდნენ. როგორც პირად საუბრებში, ასევე ზურგს უკან, ჭორების სახით, მათზე ამბობდნენ, რომ ძალიან ცოდვილნი არიან, რაღაც ისეთი საიდუმლო ცოდვები აქვთ, რის გამოც ღმერთი შვილებს არ აძლევს. თქვენ გახსოვთ, ძველად ისრაელში უშვილობა ნიშნავდა, რომ ღმერთმა დასაჯა წყვილი და მიატოვა ცოდვების გამო. ამიტომ მათზეც ასე ფიქრობდნენ, მაგრამ, სინამდვილეში ღმერთმა მათზე ეს ჯვარი დაუშვა სულ სხვა მიზეზით: იმისთვის, რომ ასეთი მკვეთრი საშუალებით - ყველაფერი, რაც კი დაკავშირებულია ამპარტავნებასთან, გაღიზიანებასთან, სხვათა განკითხვასთან, მრისხანებასთან თუ სხვა ვნებებთან, მათგან განშორებულიყო. შედეგად, იმ დროს მთელ დედამიწაზე ამ ორ ადამიანს ყველაზე მეტი სიმდაბლე ჰქონდათ, ყველაზე თავმდაბალი ადამიანები იყვნენ.

აი, როდესაც მათ მიაღწიეს ამ სათნოებას და სიმდაბლის თვისებას (სიმდაბლის თვისების მოხვეჭას ათწლეულები სჭირდება, მათაც სიბერეში მიაღწიეს ამას), მაშინ, როგორც ნათქვამია ჩვენს ლოცვებში, ღვთის მიერ იძლია ბუნების წესი და მათ შვეს ქალწული, ქალიშვილი.

რისთვის იყო საჭირო ასეთი სიმდაბლე? რატომ უნდა ჰქონოდა მათგან შობილ ქალწულს, ღვთისმშობელს, ასეთი სიმდაბლე? რატომ უნდა დაბადებულიყო ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი ასეთი თავმდაბალი მშობლებისგან?

ჯერ ერთი, იმიტომ, რომ ის უნდა გამხდარიყო ქრისტე მაცხოვრის განკაცების იარაღი. ის უნდა დაბადებულიყო ასეთი მდაბალი მშობლებისგან, იმიტომ რომ თავად უფალია მდაბალი, როგორც თვითონ ამბობს: „მშვიდ ვარ და მდაბალ გულითა“.

ასევე იმიტომ, რომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მუცლადღება უნდა მომხდარიყო სულიწმიდისგან, სულიწმიდა მიდის მხოლოდ სიმდაბლესთან, უახლოვდება მდაბალ ადამიანს.

და თუ ადამიანს არ გააჩნია ეს სიმდაბლე, შეიძლება ითქვას, რომ იგი ქრისტიანადაც არ იწოდება, როგორც წერდა წმინდა პავლე მოციქული: „ვისაც ქრისტეს სული არ გააჩნია (ქრისტეს სულში სწორედ სიმდაბლე იგულისხმება), ის არც არის მისი“. ანუ ის არც არის ქრისტესი. ასეთი ადამიანი შეიძლება მონათლულიც იყოს, შეიძლება ეკლესიაშიც დადიოდეს, ლოცვებსაც კითხულობდეს, მკაცრადაც მარხულობდეს, წმინდა წერილსაც კითხულობდეს, მაგრამ არანაირი სარგებელი აქედან არ ექნება, თუ ეს ყველაფერი არ ეფუძნება სიმდაბლეს და სინანულს, რაც გულისხმობს ადამიანის გამოსწორებას, ცხოვრების წესის შეცვლას, სულიწმიდის მადლის მოზიდვას და მოხვეჭას, როგორც ნათქვამია წმინდა წერილში: „ღმერთი ამპარტავანს შემუსრავს, მდაბალსა მოსცის მადლი“.

აი, ძვირფასო ძმებო და დებო, ამიტომ დღევანდელი დღესასწაულით უფალი გვაჩვენებს ჩვენ, თუ სად არის ხსნა და გადარჩენა. დღევანდელ კონდაკში ასევე ნათქვამი იყო, რომ: ღვთისმშობლის შობით ადამი და ევა გათავისუფლდნენ ჯოჯოხეთისგან: „ხოლო ადამ და ევა ხრწნილებისგან და სიკუდილისა უხრწნელო, განთავისუფლდეს დიდებულითა და პატიოსნითა შობითა შენითა“.

აი, აქ ადამსა და ევაში იგულისხმება მთელი კაცობრიობა, ვინაიდან ჩვენ მათი შთამომავლები ვართ და, ამრიგად, ეს დღესასწაული ყოფილა, როგორც ამბობს კონდაკის ტექსტი და როგორც წმინდა ეკლესია ასწავლის: გადარჩენის მომტანი კაცობრიობისთვის.

ამგვარად, ეს დღესასწაული, რომელიც იზეიმება საეკლესიო წელიწადის დასაწყისში, გვაჩვენებს ჩვენ იმ გზას, რომლითაც უნდა ვიაროთ. და ასე, მთელი წლის განმავლობაში, დღესასწაულიდან დღესასწაულამდე, ერთი სახარებისეული მოვლენიდან მეორემდე და ასე მთელი ცხოვრების განმავლობაში წმინდა ეკლესია მიგვიძღვის ჩვენ ღმერთის სასუფევლამდე, რომლის დამკვიდრებას ღირს გვყოს ჩვენ უფალმა ღმერთმა, ლოცვითა და მეოხებითა ყოვლადწმინდისა ღვთისმშობელისა და მარადის ქალწულისა მარიამისათა, ამინ! – განაცხადა მეუფე შიომ.

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ მრევლს შეახსენა, რომ სექტემბრის თვე არის ბავშვთა კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო თვე და ამასთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის მიმართვა წაიკითხა.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო