ირაკლი ბერაია და გიორგი ხელაშვილი დიდი ბრიტანეთის პარლამენტის
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ბერაია და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ხელაშვილი დიდი ბრიტანეთის პარლამენტის წევრს, რიჩარდ გრეჰემს შეხვდნენ.
შეხვედრაზე მხარეებმა რეგიონში უსაფრთხოების თვალსაზრისით არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს. ყურადღება გაამახვილეს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობაზე, ამ ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების და გაძლიერების აუცილებლობაზე.
„ბრიტანელ კოლეგასთან ვისაუბრეთ რეგიონული უსაფრთხოების გარემოზე, საქართველოს წინაშე არსებულ საფრთხეებსა და გამოწვევებზე, რუსეთის ფართომასშტაბიან სამხედრო აგრესიაზე და ომზე უკრაინის წინააღმდეგ. საუბარი შეეხო ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოებს შორის, განსაკუთრებით თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტებს შორის, თანამშრომლობის გაძლიერებას. გვქონდა ძალიან საინტერესო და ყოვლისმომცველი საუბარი სხვადასხვა საკითხზე, რომელიც უკავშირდება ეროვნულ თავდაცვას, უსაფრთხოებას, ისევე როგორც ზოგადად შავი ზღვის უსაფრთხოების სხვადასხვა ელემენტს“, - განაცხადა ირაკლი ბერაიამ შეხვედრის დასრულების შემდეგ.