რუსეთმა აღმოსავლეთის სამხედრო ოლქში ახალი მეთაური დანიშნა
რუსეთმა აღმოსავლეთის სამხედრო ოლქში ახალი მეთაური, რუსტამ მურადოვი დანიშნა, - ამის შესახებ დაღესტნის ლიდერმა, სერგეი მელიკოვმა განაცხადა. მისი შეფასებით, მურადოვის დანიშვნა სწორი გადაწყვეტილება იყო.
„რუსეთის გმირი რუსტამ მურადოვი აღმოსავლეთის სამხედრო ოლქის მეთაურად დაინიშნა. ეს არის ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი სამხედრო ოლქი თავისი პერსონალის თვალსაზრისით", - დაწერა „ტელეგრამზე“.
„რუსტამ უსმანოვიჩი ყოველთვის იყო ლიდერი, რომელიც სხვებს აძლევდა მოტივაციას, სტრატეგი, რომელიც იღებდა სწორ გადაწყვეტილებებს, მამაცი მებრძოლი, რომელიც ხელმძღვანელობდა თავდასხმას. დარწმუნებული ვარ, რომ ეს თვისებები დაეხმარება მას ბრწყინვალედ გაუმკლავდეს საბრძოლო ამოცანებს“, - წერს მელიკოვი.
აღსანიშნავია, რომ მანამდე რუსტამ მურადოვი ოკუპირებულ დონბასში რუსეთის ჯარებს მეთაურობდა.