თამარ ტალიაშვილი ევროპის საბჭოსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობაზე დაინიშნა
5 ოქტ
საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით, თამარ ტალიაშვილი ევროპის საბჭოსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობაზე დაინიშნა.
ამის გამო მას პარლამენტის წევრის უფლებამოსილება შეუწყდა. საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის მიერ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გატანილ დადგენილების პროექტს სამოცდაშვიდმა პარლამენტარმა დაუჭირა მხარი.
პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა თამარ ტალიაშვილს ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად დანიშვნა მიულოცა, მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა და პარლამენტში გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა.